პროფესიული სემინარი სამოქალაქო დავების წარმოება პირველი ინსტანციის სასამართლოში, აქტუალური საკითხები დაგეგმილია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ და ჩატარდება 2026 წლის 10 მაისს. სემინარი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის - იურისტებისთვის/ადვოკატებისთვის.
სემინარის მიზანია სამოქალაქო დავების ეფექტურად წარმართვისათვის საჭირო უნარების განვითარება, თეორიული ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული გამოყენება სამოქალაქო პროცესში. სემინარის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სემინარის წარმატებით გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
სემინარს გაუძღვება დარგის მაღალკვალიფიციური ექსპერტი, მოსამართლე თამარ ხაჟომია.
სემინარის ფორმატი და სწავლების მეთოდი:
სემინარით გათვალისწინებული მოდულები განხორციელდება ჰიბრიდული, როგორც ფიზიკური, ასევე, დისტანციური ფორმატით. ადვოკატებს/იურისტებს რომლებიც საქმიანობენ რეგიონში შესაძლებლობა ექნებათ სემინარს დაესწრონ დისტანციურად. სემინარის ფარგლებში სწავლების მეთოდად გამოყენებული იქნება პრობლემებზე ორიენტირებული სწავლების, პრაქტიკული სავარჯიშოს განხილვის, სასამართლო და მმართველობითი პრაქტიკის ანალიზის, ინდივიდუალური დავალების შესრულების, კითხვა-პასუხის და სხვა რელევანტური მეთოდები.
სემინარის ხანგრძლივობა და შინაარსი:
სემინარი ჩატარდება 2026 წლის 10 მაისს, 10:30 საათიდან - 17:30 საათამდე, ადვოკატთა ასოციაციის ოფისში (მისამართი: თინათინ ვირსალაძის I ჩიხი N1, დიღომი). სემინარზე რეგისტრაცია 2026 წლის 08 მაისის 13:00 საათამდე გაგრძელდება. კურსის ხანგრძლივობა შეადგენს ჯამში - 07 საათს.
სემინარი მოიცავს შემდეგ თემატიკას:
- სარჩელის მომზადება;
- შესაგებელი, შეგებებული სარჩელი;
- დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
- მოსამზადებელ ეტაპზე მხარეთა შუამდგომლობებისა და განცხადებების განხილვის საპროცესო და მატერიალურსამართლებრივი ასპექტები;
- მტკიცების ტვირთის განაწილების წესი ცალკეული კატეგორიის დავების მაგალითზე (სახელშეკრულებო დავების განხილვის ზოგადი სპეციფიკა, დისკრიმინაციის დადგენასთან დაკავშირებული დავები, შრომითსამართლებრივი დავები, დელიქტები);
- საქმის განხილვა მთავარ სხდომაზე.
სემინარის საფასური შეადგენს 350 ლარს. რეგისტრაციისთვის გთხოვთ, სრულყოფილად შეავსოთ და ატვირთოთ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული რეკვიზიტები.
საფასურის გადახდისას გთხოვთ, გამოიყენეთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტები და დანიშნულებაში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და სემინარის დასახელება.
მიმღები ბანკი: სს "ბაზისბანკი"; ანგარიშის N GE27BS0000000004836000
სარეგისტრაციო პროცესში, კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 032 2 98 78 78 (შიდა ნომერი 5).




